Tbilisi Kartozia St. № 8
  • ge
  • en
  • ru

სისხლის სამართალი

სისხლის სამართალი – საადვოკატო საქმიანობის ერთ-ერთი ყველაზე ღრმა და ემოციონალური თვალსაზრისით რთული სფეროა. თანამედროვე სასამართლო დაფუძნებულია ისეთ პრინციპებზე, როგორებიცაა მხარეთა თანასწორობა და შეჯიბრებითობა, რაც ნიშნავს იმას, რომ ბრალდებისა და დაცვის მხარე უნდა სარგებლობდნენ ერთნაირი უფლებებით, თუმცა სამწუხაროდ, რიგ შემთხვევებში, კანონმდებლობის ხარვეზის გამო დაცვის მხარე მოკლებულია ისეთ შესაძლებლობებს, როგორიც გააჩნია ბრალდების მხარეს, რაც ართულებს ეფექტური დაცვის განხორციელებას.

სისხლის სამართალი ადვოკატისათვის ერთ-ერთი ყველაზე შრომატევადი დარგია. სასამართლო პროცესზე ფსონი ზედმეტად დიდია – არასწორად არჩეულმა დაცვის სტრატეგიამ, ისევე როგორც, არასწორად არჩეულმა ბრალდების სტრატეგიამ ერთნაირი ალბათობით შეიძლება გამოიწვიოს ზედმეტად მკაცრი სასჯელი ბრალდებულისათვის ან ბრალდების მხარის მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობა.

მოთხოვნები სისხლის სამართლის ადვოკატების მიმართ

  • ბრძოლისუნარიანობა

  • სისხლის სამართლის მატერიალური და საპროცესო კანონმდებლობის კარგი ცოდნა.

  • სისხლის სამართლის საქმეების გამოძიების სპეციფიკის ცოდნა.

  • იმ გადაწყვეტილების პროგნოზირება, რომელიც მიიღება გამოძიების ან სასამართლო პროცესის ამა თუ იმ სტადიაზე.

  • კლიენტის ინტერესების/უფლებების დაცვა დაკავებისას, დაკითხვისას და საპატიმრო დაწესებულებაში.

  • მტკიცებულებების მოპოვება, მოწმეების გამოკითხვა.

  • ბრალდებულის უფლებების დაცვის გამოცდილება უკანონო ან უსამართლო გადაწყვეტილებებისას, როგორც გამოძიებისას, ასევე სასამართლოში საქმის განხილვის სტადიაზე.

  • უკანონო გადაწყვეტილებების გასაჩივრება.