Tbilisi Kartozia St. № 8
  • ge
  • en
  • ru

სამოქალაქო სამართალი

სამოქალაქო სამართალი – იურისპრუდენციის ერთ-ერთი ყველაზე მოცულობითი და შრომატევადი სფეროა, რომელიც აწესრიგებს პირთა თანასწორობაზე დამყარებულ კერძო ხასიათის ქონებრივ, საოჯახო და პირად ურთიერთობებს. სამოქალაქო სამართლის სფეროში მოღვაწე ადვოკატს მოეთხოვება არსებითაც მაღალი კვალიფიკაციის დონე, ვიდრე ვიწრო პროფილის სპეციალისტს. მხოლოდ გამოცდილი სპეციალისტი, რომლის ანგარიშზეც არის ათობით განხილული საქმე, უზრუნველყოფს თქვენთვის საუკეთესო შედეგს.

სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაციის მქონე ადვოკატების მოვალეობები

 

  • სამოქალაქო კანონმდებლობის კარგი ცოდნა.

  • თეორიული ცოდნის გამოყენება პრაქტიკაში: დამოუკიდებელი ექსპერტიზის ჩატარება, მოწმეების მოწვევა, საკუთარი გამოძიების ჩატარება დაცვის ყველაზე ხელსაყრელი ხაზის ასარჩევად.

  • მარწმუნებლის ინტერესების დაცვა კერძო არბიტრაჟში და სასამართლოებში.

ადვოკატის შესასრულებელი სამუშაო სამოქალაქო საქმეებში

 

სამოქალაქო ადვოკატის უპირველესი ამოცანა მდგომარეობს არა მხოლოდ სწრაფ რეაგირებაში, არამედ ფაქტებთან ნელ და დეტალურ მუშაობაში. მტკიცებულებების გამოთხოვით, მოწმეების დაკითხვით და დამოუკიდებელი ექსპერტების მოწვევით, სამოქალაქო ადვოკატი ჰქმნის მოქმედების გეგმას, რომელიც უზრუნველყოფს ყველაზე ეფექტურ გამოსავალს კონფლიქტური სიტუაციიდან. ადვოკატმა ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ მხარეები სასამართლოსთვის მიმართვამდე მოარიგოს ერთმანეთთან. თუ ურთიერთშეთნხმების მიღწევა კონკრეტულ საკითხზე შეუძლებელია, მაშინ ადვოკატმა უნდა უზრუნველყოს მისი მარწმუნებლის ინტერესების დაცვა სასამართლოში უმაღლეს დონეზე.

სამოქალაქო სამართალი – ერთერთი ყველაზე მოთხოვნადი სფეროა. სამოქალაქო კანონმდებლობით წესრიგდება ისეთი საკითხები, როგორებიცაა: მემკვიდრეობა, საოჯახო ურთიერთობები, იპოთეკა, სახელშეკრულებო ურთიერთობები და სხვა.

დაუკავშირდით ჩვენს სპეციალისტებს იურიდიული კონსულტაციისა და დახმარებისათვის კონფლიქტური სიტუაციების გადაწყვეტისას. ჩვენ ერთად აღვადგენთ სამართლიანობას.