Tbilisi Kartozia St. № 8
  • ge
  • en
  • ru

საიმიგრაციო სამართალი

საიმიგრაციო სამართალი – იურისპრუდენციის საკმაოდ დელიკატური სფეროა, რომელიც ეხება მირგაციის, ემიგრაციის და მოქალაქეების რეპატრიაციის საკითხებს. საიმიგრაციო კანონმდებლობის სპეციფიკიდან გამომდინარე, იმისათვის, რომ მიიღოთ თქვენთვის ყველაზე ხელსაყრელი შედეგი, საჭიროა მიმართოთ ამ კონკრეტულ სფეროში მოღვაწე ადვოკატს.

საიმიგრაციო ადვოკატის ამოცანები და მოვალეობები. რით დაგეხმარებათ იურისტი?

 

ადვოკატის უფლებები უფრო ფართოა, ვიდრე ჩვეულებრივი იურისტის. საიმიგრაციო სამართლის სფეროში მოღვაწე ადვოკატი თავის თავზე შემდეგ მოვალეობებს აიღებს:

  • გამოითხოვს სახელმწიფო ორგანოებიდან დოკუმენტებს, რომლებიც საჭიროა იურიდიული დახმარების გაწევისა და კლიენტის უფლებების დასაცავად. შეადგენს და წარადგენს შესაბამის ორგანოებში განცხადებებს მოქალაქეობის მიღებაზე ან დროებითი ბინადრობის ნებართვის მიღების თაობაზე.

  • დაიცავს მარწმუნებლის ინტერესებს კრიტიკულ სიტუაციაში – შეძლებს დროებითი დაკავების/წინასწარი პატიმრობის დაწესებულებაში შესვლას, კლიენტის სახელით, შეიტანს განცხადებებს, საჩივრებს, დააყენებს შუადგმომლობებს და ა.შ..

  • დაიცავს კლიენტის ინტერესებს მისი ქვეყნიდან გაძევების/დეპორტაციის საქმის წარმოებისას.

  • დაეხმარება უცხოელს დროებითი ბინადრობის ნებართვის მიღების, მოქალაქეობის მინიჭების საკითხებში

  • გაასაჩივრებს სასამართლოში მისი კლიენტისათვის დროებითი ბინადრობის ნებართვაზე/მოქალაქეობაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებებს/განკარგულებებს.

სამიგრაციო საკითხებში მთავარ სირთულეს წარმოადგენს ის, რომ ხშირად უცხოელი მოქალაქეები არ არიან სრულად ინფორმირებული საქართველოს საიმიგრაციო კანონმდებლობის შესახებ. ასეთ სიტუაციაში, კვალიფიციური იურისტის დახმარება არის აუცილებელი – ამის გარეშე, უცხოელი მოქალაქე რისკავს იყოს დაუცველი და მიიღოს მისტვის გამოუწორებელი შედეგი საქმეზე, რაც შეიძლება გამოიხატოს ქვეყნიდან გაძევებაში/დეპორტაციაში და საქართველოში შემოსვლის აკრძალვაში.