Tbilisi Kartozia St. № 8
  • ge
  • en
  • ru

მემკვიდრეობის სამართალი

სამკვიდრო ქონების მიღება, მემკვიდრეებს შორის დავები და უღირს მემკვიდრეთ ცნობა ეს ის პროცესებია, რომლებსაც ადგილი აქვთ ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში. მემკვიდრეობის სამართალი – იურისპრუდენციის საკმაოდ შრომატევადი და მტკივნეული სფეროა, რადგან მემკვიდრეობითი საკითხების გადაწყვეტას ხშირად თან ახლავს ახლო ნათესავებს შორის დაძაბული ურთიერთობები და როგორც წესი, ადვოკატი ხვდება ასეთი დაძაბულობის ეპიცენტრში.

მემკვიდრეობითი საკითხების გადაწყვეტისას, ადვოკატის როლი არ შემოიფარგლება მხოლოდ მისი კლიენტის კონსულტირებით. ის ასევე მოვალეა აღმოუჩინოს მაქსიმალური მორალური მხარდაჭერა მის მარწმუნებელს, რომელიც დიდ დანაკლისს განიცდის მამკვიდრებლის გარდაცვალების გამო.

ადვოკატის ამოცანები და მოვალეობები მემკვიდრეობის საკითხების გადაწყვეტისას

 

იურიდიული თვალსაზრისით, მემკვიდრეობის საკითხები რეგულირდება სამოქალაქო კოდექსის ნორმებით. კანონით გათვალისწინებულია არა მხოლოდ სამკვიდრო ქონების მიღების წესი, არამედ ასევე მემკვიდრეების რიგითობა, უღირს მემკვიდრეთ ცნობა და ა.შ..

მემკვიდრეობითი საკითხების გადაწყვეტისას ადვოკატი ახორციელებს შემდეგ მოქმედებებს:

  • დოკუმენტების შედგენა, აუცილებელი ამონაწერების და სხვა დოკუმენტების გამოთხოვა სახელმწიფო დაწესებულებებიდან.

  • წილის განსაზღვრა მემკვიდრეობაში თავად ან დამოუკიდებელი ექსპერტების დახმარებით.

  • კლიენტის ინტერესების დაცვა ყველა ინსტანციის სასამართლოში სამკვიდრო მოწმობის გასაჩივრებისას, მემკვიდრეთ ცნობის, სავალდებულო წილის მოთხოვნისას თუ უღირს მემკვიდრედ ცნობის შესახებ პროცესში.