Tbilisi Kartozia St. № 8
  • ge
  • en
  • ru

განქორწინება

ხშირ შემთხვევაში ოჯახური ცხოვრება სრულდება ორმხრივი გადაწყვეტილებით განქორწინების შესახებ. ეს არ არის მარტივი გადაწყვეტილება და შესაძლოა გამოიწვიოს უზარმაზარი სტრესი ორივე მხარისათვის. განქორწინების ადვოკატის ამოცანა მდგმარეობს არამხოლოდ მარრწმუნებლის სამართლებრივ და ინფორმაციულ მხარდაჭერაში, არამედ მისი ცხოვრების რთული პერიოდის შემსუბუქებაში.

აღსანიშნავია, რომ ჩვეულებრივი განქორწინების პროცესი ხორციელდება სასამართლო ხელისუფლების ორგანოების ყურადღების გარეშე. საკმარისია მეუღლეების ერთობლივი გადაწყვეტილება, რათა მომსახურების განვითარების სააგენტომ დაარეგისტრიროს განქორწინება. განქორწინების ადვოკატის დახმარება საჭიროა განსაკუთრებულ შემთხვევებში – მაგალითად, როცა ერთ-ერთი მეუღლე არ ეთანხმება განქორწინებას, არ არის მზად დაუტოვოს ბავშვი მეუღლეს და როცა მეუღლეებს შორის არსებობს ქონებრივი დავა, რომლის გადაწყვეტაც შეუძლებელია ურთიერთშეთანხმების გზით.

სასამართლო წესით განქორწინება

 

როგორც ზემოთ ვახსენეთ, განქორწინებისას ადვოკატის მომსახურება საჭიროა მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში:

  • როცა ოჯახში არიან საერთო არასრულწლოვანი ბავშვები და ვერ ხერხდება შეთანხმება იმაზე, თუ რომელ მშობელთან უნდა იცხოვრონ მათ;

  • როცა მეუღლეები ვერ თანხმდებიან საერთო საკუთრების განაწილებაზე;

  • როცა ერთი მეუღლე უარს ამბობს განქორწინებაზე .

თითოეულ ზემოთ აღნიშნულ შემთხვევას გააჩნია საკუთარი სპეციფიკა და მათი გადაწყვეტა მოითხოვს ადვოკატის მხრიდან შესაბამის გამოცდილებასა და კვალიფიკაციას. ერთ ერთი ურთულესი საკითხი, რაც ხშირად თან ახლავს განქორწინების პროცესს უდავოდ არის, შემთხვევა როდესაც საქმე ეხება არასრულწლოვანი ბავშვების ერთ-ერთ მშობელზე მიკუთვნებას, ალიმენტის დაკისრებას და ბავშვის და მშობლის შეხვედრების რაოდენობის განსაზღვრას. ასეთ შემთხვევაში ადვოკატი ვალდებულია გვერდზე გადადოს საკუთარი ემოციები, შეხედულებები და გააკეთოს ყველაფერი, რათა მიღწეულ იქნას მისი კლიენტისათვის ყველაზე მისაღები შედეგი.

არანაკლებად მნიშვნელოვანია ქონებრივი საკითხი. ამ შემთხვევაში პირველ რიგში გამოდის სამოქალაქო კოდექსის ცოდნა. იმის მიუხედავად, რომ ქორწინების პერიოდში შეძენილი მთლიანი ქონება არის საერთო საკუთრება და ექვემდებარება თანაბრად გაყოფას, არსებობს სამართლებრივი ნიუანსები, რომლებიც მხარეს უფლებას ანიჭებენ მოითხოვოს და მიიღოს საერთო საკუთრების 50%-ზე მეტი. ასეთ შემთხვევაში, კვალიფიციური ადვოკატი შეძლებს დაამტკიცოს სასამართლოში , რომ მისი მარწმუნებლისათვის საერთო საკუთრების ნახევრის მინიჭება იქნებოდა უსამართლო და არაკანონიერი და რომ მას უნდა მიენიჭოს ნახევარზე მეტი.

კიდევ ერთი შემთხვევა, როდესაც განქორწინება ხორციელდება სასამართლოსთვის მიმართვის გზით, არის განქორწინება ერთ-ერთი მეუღლის თანხმობის გარეშე. ამ შემთხვევაში, სასამართლომ მხარეებს შეიძლება დაუწესოს შესარიგებელი ვადა და გადაწყვეტილება განქორწინების შესახებ გამოიტანოს მხოლოდ მას შემდეგ, რაც დარწმუნდება, რომ მის მიერ შესარიგებლად მიღებული ზომები არ აღმოჩნდა ეფექტური. ასეთ სიტუაციაში, კვალიფიციური ადვოკატს შეუძლია აგარიდოთ, როგორც საქმის ზედმეტად გაჭიანურებას, ასევე უშუალო დასწრებას ისეთი სტრესით აღსავსე პროცესში, როგორიც არის განქორწინება.

ადვოკატი შეუცვლელი დამხმარეა განქორწინების პროცესში. გამოცდილი და კვალიფიცირებული იურისტი, რომელსაც შეუძლია საუკეთესო შედეგის მიღწევა თავისი მარწმუნებლისათვის, დაზოგავს თქვენს დროსა და ფულს. დაუკავშირდით ჩვენს სპეციალისტებს, რათა მათ უზრუნველყონ საუკეთესო შედეგი სასამართლოში!