Tbilisi Kartozia St. № 8
  • ge
  • en
  • ru

ადმინისტრაციული სამართალი

ადმინისტრაციული სამართალდარღვევა არ არის ისე მკაცრად დასჯადი, როგორც სისხლის სამართლის კანონის დარღვევა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის სერიოზულად არ უნდა იყოს მიჩნეული. მოქალაქემ, რომლის მიმართაც მიმდინარეობს ადმინისტრაციული წარმოება, შესაძლოა ვერც კი შეამჩნიოს თავისი უფლებების დარღვევა და საქმის არასაკმარისად ობიექტურმა შეფასებამ შესაძლოა გამოიწვიოს სამართალდამრღვევისთვის შედეგების გამოუსწორებელი გაუარესება. ასეთ სიტუაციებში დასახმარებლად მოდის ადმინისტრაციული საქმეების ადვოკატი – სპეციალისტი, რომელმაც შესანიშნავად იცის ადმინისტრაციული კანონმდებლობა და გააჩნია სასამართლო სხდომებში მონაწილეობის დიდი გამოცდილება.

ადმინისტრაციული საქმეების ადვოკატის ამოცანები და მოვალეობები

 

მარწმუნებლის უფლებების დაცვისათვის და სასამართლოში ხელსაყრელი შედეგების უზრუნველყოფისათვის, ჩვენი იურისტები ატარებენ შემდეგ ღონისძიებებს:

  • შემთხვევის ადგილზე მისვლა კანონდარღვევის გარემოებების ობიექტური შეფასებისათვის.

  • კლიენტების ინტერესების წარმოდგენა/დაცვა სახელმწიფო ორგანოებში.

  • კლიენტის უფლებების დაცვა, ხელისუფლების უმოქმედობის ან უკანონო ქმედებების გასაჩივრება.

  • დაცვის ხაზის მომზადება – დოკუმენტაციის შეგროვება, მოწმეების და დამოუკიდებელი ექსპერტების მოწვევა, სარჩელისა და განცხადების მომზადება.

  • კლიენტის თანხლება და უშუალო მონაწილეობა სასამართლო პროცესში, მარწმუნებლის უფლებების აქტიური დაცვა.

  • არადამაკმაყოფილებელი ან უკანონო გადაწყვეტილების გასაჩივრება ზემოთხსენებულ სასამართლო ორგანოებში.

აღსანიშნავია, რომ ადმინისტრაციული საქმეების ადვოკატს არ შეუძლია სამართალდამრღვევი სრულად გაათავისუფლოს პაუხისმგებლობისაგან, როდესაც სახეზეა აშკარა სამართალდარღვევა. მისი ამოცანაა – მოცემული სიტუაციის კანონის ფარგლებში გადაწყვეტა, ისე რომ მისი მარწმუნებლის უფლებები იყოს მაქსიმალურად დაცული და სასამართლოში მისმა კლიენტმა მიიღოს მისთვის მაქსიმალურად ხელსაყრელი შედეგი.

 ადმინისტრაციული სამართლის სფეროში მოღვაწე ადვოკატმა კარგად უნდა იცოდეს ადმინისტრაციული კანონმდებლობა და უნდა გააჩნდეს მისი გამოყენების გამოცდილება პრაქტიკაში. ჩვენი იურისტების ანგარიშზე ათობით მოგებული საქმეა, სადაც კლიენტის ინტერესები გათვალისწინებულია მაქსიმალური სიზუსტით. დაგვიკავშირდით იურიდიული კონსულტაციისა და სასამართლოში დაცვისათვის – ჩვენ დაგეხმარებით ადმინისტრაციული საქმის წარმოებიდან გამომდინარე პრობლემის შემსუბუქებაში და ვიზრუნებთ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვისას თქვენთვის ყველაზე ხელსაყრელი შედეგის მიღწევაზე.